კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ადასტურებს, რომ გრიგოლ ვაშაძის მიერ 2008 წლით დათარიღებული წერილი ოფიციალურია და მინისტრებს შორის მიმოწერა ნამდვილად შედგა.
მისი განმარტებით, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სამინისტროს წერილის ავთენტურობის დადგენის თხოვნით მიმართა. ბერიკაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ როგორ მოიპოვა აღნიშნული ოფიციალური წერილი ხუხაშვილმა.
კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით გვიან ღამით დავით უსუფაშვილმაც გააკეთა.
ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ დოკუმენტი კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელი იყო. ვაშაძე აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა დადგინდეს, ვისი ბრძანებით გაიცა დოკუმენტი კულტურის სამინისტროდან საჯარო პირზე.