სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარკვეულ ტერიტორიებზე ქორწილების რეგისტრაცია იაფდება და გადასახდელი 170 ლარის ნაცვლად 120 ლარი იქნება.
,,იუსტიციის სამინისიტოს ინიციატივით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გასაწევი სამსახურის შემცირების თაობაზე. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირების ქორწილების რეგისტრაცია სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის გარეთ გათვისუფლება 50 ლარის გადასახადისგან და ნაცვლად 170 ლარისა 2013 პირველ ივნისამდე აღნიშნული მომსახურების საფასური 120 ლარი იქნება", -განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა.
ჯანდიერის განმარტებით იუსტიციის სამინისტრო კვლავ გააგრძელებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენოტოს მიერ გაწეული შეღავათების დაწესებას. რასაც შემდგომ მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილება დასჭირდება.