თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში დამწვრობით მოთავსებული ოჯახის 2 წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
დამწვრობის ცენტრის მთავარი ექიმის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მამა-შვილს ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვს.
მისი თქმით, ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საკმაოდ სერიოზული დაზიანებებით იმყოფებიან.
"შედარებით მსუბუქი არის დედა. ის ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს. ტრავმა მიიღეს ხანძრის გაჩენის შედეგად. უკანასკნელ პერიოდში ძალიან გახშირდა მომართვიანობა, ამიტომ სრული დატვირთვით ვმიუშაობთ", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
პაციენტები ჰოსპიტალში გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზიდან არიან გადმოყვანილები.
ოჯახის უფროსს სხეულის თითქმის 100% აქვს დამწვარი და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. რეანიმაციაშია მოთავსებული მისი შვილიც. მეუღლეს კი შედარებით, მსუბუქი ხარისხის დაზიანებები აქვს მიღებული.
ინციდენტი საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად მოხდა. ცეცხლი დიზელის საწვალის ღუმელში ბენზინის შესხმამ გამოიწვია.