დღეს, 28 მარტს 17:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიოდან აცნობეს, ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გააქტიურების გადაწყვეტილება განაპირობა იმ გამოწვევებმა, რომლებიც დღეს ქართული თეატრისა და კინოს წინაშე დგას. ეროვნული ბიბლიოთეკა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივი ძალებით გეგმავენ როგორც სამეცნიერო და კვლევითი პროექტების განხორციელებას, ასევე ერთობლივი კულტურული ღონისძიებების დაგეგმვას. რა თქმა უნდა, ორი ორგანიზაციის მიერ ერთობლივად შესრულებული ყველა სამუშაო ქართული თეატრისა და კინოს განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმის გაფორმება გაუმარტივებს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებით და საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით სარგებლობას.