დღეს, 26 მარტს, 19:30 საათზე, კინოთეატრ „რუსთაველში" "თიბისი ბანკისა" და კინოთეატრ „რუსთაველის" ერთობლივი პროექტი, გაიხსნება. როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, TBCinema -ში თქვენ დაგხვდებათ ორიგინალური გარემო, სასიამოვნო მუსიკა, განსხვავებული დიზაინი,
განსაკუთრებულად კომფორტული სავარძლები, მინი-ბარი და სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი..
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ახალი კინოსივრციდან ნახონ ბერნარდო ბერტოლუჩის ახალი ფილმი „მე და შენ" .