26 მარტს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე XII საერთაშორისო ენერგეტიკულ კონფერენციას "ნავთობი, გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" - GIOGIE-2013 გახსნის.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი ედუარდ სტავიცკი მიიღებს, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. კონფერენციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ყაზახეთის საელჩოების წარმომადგენლები, ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე კომპანიები და ექპერტები დაესწრებიან.