თურქეთი, სოჭის პორტის დახურვასთან დაკავშირებით, შესაძლოა სატრანზიტო გზას დაუბრუნდეს, რომლის მიხედვითაც თურქული პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შევა. აღნიშნულის შესახებ განცხადება, რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან სერგეი დანკვერტონთან შეხვედრისას, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჯემალატინ დამლაჯიმ განაცხადა. მისი განმარტებით, თურქ მეწარმეებს სურვილი აქვთ, რუსეთში ტვირთის მიწოდება აღადგინონ და ამისათვის კი ზემო ლარსის გამშვები პუნქტი გამოიყენონ.რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ დანკვერტი ეთანხმება იმ აზრს, რომ საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტს, ზამთრის პერიოდის გარდა თავისი უპირატესობები გააჩნია. თავის მხრივ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თანამედროვე ლაბორატორიის ჩამოყალიბება იქნება საჭირო, რათა ტვირთის ეფექტური მონიტორინგი განხორციელდეს. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შესაძლოა უახლოეს თვეებშიც კი მოესწროს. თუმცა ვიდრე ლაბორატორია ამოქმედდება, შესაძლებელია, რომ ტვირთი თურქეთის ტერიტორიაზე, რუსი სპეციალისტების მიერ გაკონტროლდეს.
შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადის გამო სოჭის პორტი ფაქტობრივად დაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები