საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2013 წლის პირველი მარტისათვის 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 225.9 მლნ ლარით ანუ 2.9 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა მოთხოვნამდე დეპოზიტების მატებას 91.2 მლნ ლარით ანუ 2.8 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების - 134.6 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით.
დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 63.73 პროცენტი შეადგინა - 0.48 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.4 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.1 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 7.7 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 17.3 პროცენტი შეადგენა.
მასალის გამოყენების პირობები