საქართველოს მასშტაბით, ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგის და პროგნოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა არამდგრადი ამინდი 25 მარტამდე შენარჩუნდება.
,,განმეორდება იგივე პროცესი, რაც მოხდა 18 მარტს. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს და გაძლიერდება ქარი", -განაცხადა სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ ქარის სიჩქარემ 20-22 _მ/წმ, შეიძლება 28 მ/წმ მიაღწიოს.