აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 40-მდე მოზარდს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ფოტო-გამოფენა მოეწყო. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისთვის ხატვის მასტერ-კლასები და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა ჩატარდა. ყველა ბავშვს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
საღამოს დასასრულს, სიმღერის - „საქართველოს შვილები" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხედველობა დაქვეითებული და აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით შესრულდა. სიმღერა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ჩაიწერა.
ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებრივი ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში.
2011 წლის 10 ნოემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთშორისო დღედ გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები