ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, სამინისტროს დევნილთა პრობლემებზე ზრუნვა 150 მილიონი ლარის ფარგლებში შეუძლია.
ამის შესახებ მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წელს სამინისტროს ბიუჯეტი გაორმაგებულია და 24-ის ნაცვლად, 50 მილიონ ლარს შეადგენს.
"ამას ემატება საერთაშორისო დახმარება 83 მილიონის ფარგლებში, 20-25 მილიონი კი არის ქონების ღირებულება, რომელთაც უწყებას ეკონომიკის სამინისტრო აძლევს. მთლიანობაში ეს არის 150 მილიონი ლარი, რომლის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია დევნილთა პრობლემებზე ვიზრუნოთ", - განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, ახალი ხელისუფლების პირობებში საცხოვრებელი ფართი 308 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამასთან, 300-ზე მეტს საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში დაურეგისტრირდა, ხოლო 26 ობიექტი გარემონტდა.