რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა სომხეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შეთანხმების პროექტს. რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურს დაევაა სომხეთთან მოლაპარაკებების გამართვა ამ შეთანხმების ხელმოსაწერად. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ხელშეკრულებით განსაზღვრულია სამხედრო პროდუქციის მიწოდების რიგითობა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროდუქციაზე ფასები მიმწოდებელი-ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით განისაზღვრება. ხელშკრულება ხუთი წლის ვადით ფორმდება.