,,ქვეყანაში დღის წესრიგს ,,ნაციონალური მოძრაობა" ქმნის", -ამის შესახებ, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა მე-9 არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ იქნება თუ არა ის საპრეზიდენტო კანდიდატი ამ ეტაპზე მისი მხრიდან პასუხი არაკორექტული იქნება.
,,ყველგან სადაც არის საქმე, ჩემი ყველა გამოცდილება, რომელიც მიღებული მაქვს, მზად ვარ გამოვიყენო, ყველაფრისთვის სადაც საჭირო ვიქნები. ჯერ კიდევ დღის წესრიგი შექმნილია ,,ნაციონალური მოძრაობისგან" და ჩვენ ვართ და ჩვენ ვამბობ ამ გუნდის წევრად რეაგირების პოზიციაში. ანუ ისინი ავრცელებენ რაღაც ჭორებს ამ ხელისუფლებაზე და მერე ჩვენ ვიცავთ თავს. ისინი ქმნიან აჟიოტაჟს კონსტიტუციაზე და ჩვენ ვიცავთ თავს", _განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ იმ დროს როცა ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში იყო თავად ქმნიდნენ დღის წესრიგს.
,,ისინი თავად ქმნიდნენ დღის წესრიგს, რა რეფორმები, სად არის პრიორიტეტი, რა გვინდა რას ვთავაზობთ ქვეყანას, როდის იქნება ეს ყველაფერი. მე მგონი, პრემიერი ამას აკეთებს, მაგრამ არასაკმარისად. ისინი ნამეტანს იკავებენ, რადგან საზოგადოება მაინც არის იქითკენ მიტრიალებული", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.