ერაყის დედაქალაქში ბოევიკების თავდასხმებისა და აფეთქებების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს. ამას გარდა, ცნობილია ასევე ის, რომ აღნიშნული აფეთქებების შედეგად დაჭრილია 200-მდე ადამიანი.
ჯერ ჯერობით, აღნიშნულ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ორ ისლამურ სათვისტომოს - სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება გამწვავდა. სადდამ ჰუსეინის დროს სუნიტებს ერაყში გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ, თუმცა მისი რეჟიმის დამხობის შემდეგ მათი ადგილი შიიტებმა დაიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები