რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების შესახებ სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა. გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საინვესტიციო ფონდის "Hermitage Capital"-ის იურისტი დაკავებული კანონიერად იყო, მისადმი წამების მეთოდების გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და მისი გარდაცვალება დანაშაულის გამო არ მომხდარა. მაგნიტსკის დედის დაცვამ საქმის შეწყვეტას თანხმობა არ მისცა.
"საგამოძიებო კომიტეტში მივიდნენ იმ დასვნამდე, რომ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალება მის წინააღმდეგ ჩადენილი დაბაშაულის შედეგად არ მომხდარა. საგამოძიებო კომიტეტმა დააგინა, რომ მაგნიტსკის მიმართ სისხლის სამართლებრივი ღონისძიებები დადგენილი რიგითობით ხორციელდებოდა და მის მიმართ ამოტანილი აღმკვეთი ზომა - დაპატიმრება საფუძვლიანი იყო. საგამოძიებო კომიტეტში ვერ ნახეს ვერსიის დადასტურება იმის შესახებ, რომ საგამოძიებო იზოლატორში მაგნიტსკის აწამებდნენ. საგამოძიებო კომიტეტი კონსტატირებს, რომ მაგნიტსკის გარდაცვალება გულსისხლძაღვთა მწვავე უკმარისობამ და ტვინისა და ფილტვების შეშუპებამ გამოიწვია. ამიტომაც, სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დანაშაულის არარსებობის გამო", _ ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ფონდ "Hermitage Capital Management"-ის თანამშრომელი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაცვალა.
აშშ-ის კონგრესმენებმა შეადგინეს ე.წ. "მაგნიტსკის სია" რომელიც იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებიც ფიგურირებენ და სავარაუდოდ თანამონაწილენი არიან სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებისა.
სენატორმა ბენჟამინ კარდინმა და კონგრესმენმა ჯეიმს მაკგროვერნმა ეს სია ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში შეადგინეს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ანალოგიური თხოვნით მიმართეს. სიაში შეტანილია ყველა რუსული ძალოვანი უწყების წარმომადგენელი: "ეფ-ეს-ბეს", შს სამინისტროს, ფედერალური სასჯელაღსრულების დაწესებულების, ფედერალური საგადასახადო სამსახურის, გენპროკურატურის ასევე საარბიტრაჟო სასამართლოების წარმომადგენლები.
აშშ-ში შესვლისა და იქ ფინანსური ოპერაციების ჩატარების აკრძალვა შეეხება არა მხოლოდ მათ ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია მაგნიტსკის დაპატიმრებასა და საგამოძიებო იზოლატორში ჩასმაზე, სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც. ამ სანქციების ქვეშ შეიძლება მოყვნენ ადამიანები, რომლებიც "თანამონაწილენი არიან საბიუჯეტო თანხების დატაცებაში, რომლებიც ფონდ"Hermitage Capital Management"-ს რუსულმა კომპანიებმა გადასახადების სახის გადაიხადეს. სანქციების ქვეშ ასევე ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაემალათ იურისტის დაპატიმრებისა და შემდეგ უკვე მისი გარდაცვალების ამბავი".
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალჩინოსანთა ამ სიას რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსეი ანიჩინი უდგას სათავეში, რომელის რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, გასული წლის იანვარში რუსეთის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ანიჩინი რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი 2006 წელს გახდა, მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო, რომელთანაც ერთად ანიჩინი სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
სენატორ კარდინის სიაში ასევე არიან: რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინი და რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ვორონინი. ამას გარდა, სიაში ასევე არიან რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო სამმართველოს მაღალჩინოსანი, პოდპოლკოვნიკი, შს სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი არტემ კუზნეცოვი. სწორედ მას ჰქონდა წარმოებაში მაგნიტსკის საქმე. სწორედ მას ადანაშაულებდა მაგნიტსკი ბიუჯეტიდან თანხების დატაცებაში. სიაში ასევე ფიგურირებს მაიორი პაველ კარპოვი, რომელიც რუსეთის შს სამინისტროს საგამოძიებო კომიტეტში მუშაობს. მის წინააღმდეგ ჩვენება "Hermitage Capital Management"-ის იურისტსაც აქვს მიცემული.
რუსეთში აშშ-ს ინიციატივას შეურაცხმყოფელი უწოდეს. "ეს მხოლოდ და მხოლოდ შიდარუსული საქმეა და გამომძიებლები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად მუშაობენ", _ აცხადებენ მოსკოვში და აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინიციატივა რუსეთის სამართალდამცავ სისტემას შეურაცხყოფს.