"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კიდევ 8 პატიმარი გათავისუფლდა.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 18 მარტის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები სულ 8 357-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დატოვა.
გათავისუფლებულებს შორი შორის 175 პოლიტპატიმარი, 369 მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 21 მამრობითი სქესის არასრულწლოვანია.