საქართველოს ოფიციალური დელეგაცია თბილისის მერის გიგი უგულავას ხელმძღვანელობით, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის 24-ე სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა.
სესიაზე დღეს ერთ-ერთ მთავარ საკითხად ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ მომზადებული ანგარიში განიხილება. მოხსენების შემდეგ, დებატები და წარმოდგენილი რეკომენდაციების კენჭისყრა გაიმართება.
ანგარიშის მომზადებისას ევროსაბჭოს კონგრესის მონიტორინგის მისია საქართველოში 2012-2013 წლებში იმყოფებოდა, რომლის წევრები ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების, აღმასრულებელი ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღესვე თბილისის მერი გიგი უგულავა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტურბიორნ იაგლანდს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილ მუიჟნიეკს, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივანს ანდრეას კიფერს და კონგრესის პრეზიდენტს ჰერვიგ ვან სტაას შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები