მსოფლიო ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილში, მარიანის ღრმულში ცოცხალი ორგანიზმები აღმოაჩინეს. ბაქტერიების კოლონიამ, რომელიც ავტონომიურად ბინადრობს 11 კილომეტრის სიღრმეზე, საზღვაო ბიოლოგები განაცვიფრა და მეცნიერების ცოდნა გააფართოვა, როგორც ჩვენი პლანეტის, ისე სხვა პლანეტების მიმართ.
„ჩვენ ვეჭვობდით, რომ იქ მიკროორგანიზმები ბინადრობდნენ, მაგრამ ასეთ განვითარებულ ბაქტერიათა კოლონიას არ მოველოდით. გაკვირვებულები ვართ, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლიათ არსებობა ცოცხალ ორგანიზმებს ასეთ სიღრმეზე", - აცხადებენ მეცნიერები.
11 კილომეტრის სიღმეში ბაქტერიები განიცდიან მაღალ წნევას, ამ სიღმეზე არ არსებობს სინათლე და თითქმის არ არის ჟანგბადი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გიგანტურ წყალქვეშა ხეობაში ცოცხალი ორგანიზმები ცხოვრობენ და ვითარდებიან. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ ბაქტერიების რაოდენობა და აქტიურობა ათჯერ უფრო მაღალია, ვიდრე წყნარი ოკეანის სხვა წყალქვეშა მსგავსი ორგანიზმების, რომლებიც 5-6 კილომეტრის სიღრმეზე ცხოვრობენ.
„ავტონომიური" ბაქტერიების კოლონია მარიანის ღრმულში რობოტმა აღმოაჩინა. 600 კგ წონის აპარატმა, რომელიც ნამდვილი ლაბორატორიაა, აიღო გრუნტის და წყლის სინჯები და რიგი სამეცნიერო ამოცანებიც შეასრულა. კვლევის შედეგები უკვე გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალებში. პუბლიკაციების ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ ამ ბაქტერიების მსგავსნი, შესაძლოა, ბინადრობდნენ ევროპის წყლებში და ასევე იუპიტერის თანამგზავრ ენცელადასა და სატურნზე.