პრეზიდენტის არჩევის წესი არ შეიძლება რეფერენდუმის საშუალებით გადაწყდეს, -აღნიშნულის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით დაგეგმილი რეფერენდუმის კომენტირებისას განაცხადა აღნიშნა, რომ უნდა ჩატარდეს პლებისციტი და არა რეფერენდუმი.
"ამ საკითხზე რეფერენდუმი არ შეიძლება ჩატარდეს, შესაძლებელია საკითხის პლებისციტზე დაყენება. გვაქვს წინააღმდეგობა კონსტიტუციის ნორმებსა და რეფერენდუმის კანონს შორის. რეფერენდუმის კანონის მიხედვით, რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება, არის საბოლოო და მას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ანუ, ის ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც ცენრალური საარჩევნო კომისია რეფერენდუმის შედეგებს გამოაცხადებს. შემდეგ ხელისუფლებამ უნდა შეიტანოს ცვლილება საკანონმდებლო ნორმებში, მაგრამ, როცა საქმე გვაქვს პრეზიდენტის არჩევის წესთან ან ისეთ საკითხთან, რომელიც კონსტიტუციით არის გადაწყვეტილი, კონსტიტუცია არის ქვეყნის უზენაესი კანონი და მასში ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი წესით, ანუ პარლამენტის წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით. როდესაც ასეთი საკითხი რეფერენდუმზე გადის თუ ის კონსტიტუციაში არ აისახა, ვერ ექნება კონსტიტუციაზე მეტი ძალა, თუნდაც ჩაიწეროს ორგანულ კანონში, რომ რეფერენდუმზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და მაშინვე იწყებს მოქმედებას", -განაცხადა ხმალაძემ
მასალის გამოყენების პირობები