კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა ორი სახელმწიფო პოსტიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ფინანსურმა შემოწმებამ მისი სტრუქტურების მუშაობაში მრავალრიცხოვანი ფინანასური დარღვევები აღმოაჩინა. კონტროლიორებმა კუსტურიცას პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება მოსთხოვეს, საპასუხოდ კი, რეჟისორმა მათ ბიუროკრატები უწოდა და პროტესტის ნიშნად გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.
სახელმწიფო აუდიტორებმა ემირ კუსტურიცა იმ ჩინოვნიკების შესახებ მოხსენებაში ახსენეს, რომელნიც სახელმწიფო ფონდის რესპურსების უმიზნო ხარჯვაში არიან ეჭვმიტანილნი. რეჟისორი არა მხოლოდ გადადგა თანამდებობიდან, არამედ, ისიც განაცხადა, რომ ამიერიდან აღარასდროს მიიღებს სახელმწიფოს დახმარებაში მონაწილეობას.
ის ფინანსური დარღვევები, რაშიც კუსტურიცას ადანაშაულებენ, არც ისე მსხვილია, მაგრამ საკმაოდ ბევრი. საქმე ეხება სამსახურეობრივი მიზნებისა და რეკლამისთვის განკუთვნილ თანხებს. კუსტურიცა აცხადებს, რომ ეს დარღვევები კი არა, ბიუროკრატიული პროცედურებია.
ცნობილი სერბი კინორეჟისორი სარაევოში დაიბადა. მას რამდენიმე ჯილდო, მათ შორის, „ოქროს პალმის რტო" აქვს მიღებული. მისი ცნობილი ფილმებია: „შავი კატა, თეთრი კატა", „ცხოვრება მშვენიერია" და სხვა. კუსტურიცა ასევე ცნობილია როკ-ჯგუფ The No Smoking Orchestra-თი.