დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს ახალი სადაზღვევო პროგრამა ამოქმედდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადადა სამედიცინო დაზღვევით 6-დან 60 წლამდე ყველა ის პირი ისარგებლებს, რომლებსაც აქამდე არანაირი სახის დაზღვევა არ ჰქონდათ.
,,28 თებერვლიდან იმ ადამიანებს ვისაც დღევანდელი მდგომარეობით არანაირი დაზღვევა არ ჰქონდათ და ასეთი 2 მილიონამდე ადამიანია. შეეძლებათ მიიღონ ოჯახის ექიმთან შეუზღუდავი ვიზიტი და ნებისმიერი სახის გადაუდებელი, სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობა 15 ათას ლარამდე მომსახურების მიღებით", -განაცხადა სერგეენკომ.