შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა სტუდენტების ინიციატივით, „პოლიტიკური დებატების" ფორმატში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და სტუდენტებს სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვრცლად ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა შს მინისტრს აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე შეკითხვები დაუსვეს, რომლებსაც მინისტრმა ამომწურავი პასუხები გასცა.