დღეს, 16:30 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი ელექტრონული პროგრამა „ვისწავლოთ აფხაზური ენა" -ს პრეზენტაცია გაიმართება.
პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი პროექტის საფუძველზე შეიქმნა. პროგრამაზე დაყრდნობით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენის საფუძვლები.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. პროექტის მიზანი არის აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვა.
პრეზენტაციას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოება დაესწრება