„რუსეთი სამხრეთ ოსეთში უკვე დიდი ხანია იმყოფება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის რეგიონში ცდილობს გავლენის შენარჩუნებას, მისი დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან განსხვავებულია" - ამის შესახებ შვეიცარიული სააგენტო ISN-ის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი უსაფრთხოების პრობლემებში აგლაია სნეტკოვი, "ვესტი-აზ"-თან ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტის თქმით, 90-იანი წლების დასაწყისიდან რუსეთის უახლოესი მოკავშირე რეგიონში სომხეთია - სამხრეთ კავკასიის ყველაზე ღარიბი ქვეყანა. „მიუხედავად იმისა, რომ ერევანი თავისი პროდასავლური და პრორუსული პოზიციის შეჯერებას ცდილობს, რუსეთი მის მთავარ სავაჭრო პარტნიორად და ეკონომიკური და სამხედრო დახმარების წყაროდ რჩება. სომხეთისგან განსხვავებით, რუსეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობა უკანასკნელ ხანს სხვა თემებზეა ორიენტირებული. 1990-იან წლებში, ეს ურთიერთობა განსაკუთრებით დაძაბული იყო იმის გამო, რომ რუსეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთს უჭერდა მხარს და ასევე ენერგეტიკის და გაზსადენების საკითხებთან დაკავშირებით.
ყველაზე დაულაგებელი და პრობლემური ურთიერთობა რუსეთს საქართველოსთან აქვს. 2008 წელს, ეს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის ომში გადაიზარდა. რუსეთი, ძირითადში, ხელმძღვანელობდა რეალური პრაგმატიზმის პოლიტიკის ინტერესებით, საქართველოსთან ურთიერთობაში საკუთარი მიზნების მისაღწევად. მას სურს საქართველოზე გავლენის შენარჩუნება, მისი პროდასავლური ამბიციების შეზღუდვა და ასევე, გავლენის მოხდენა შიდაპოლიტიკურ სფეროზე, ორი დამოუკიდებელი სეპარატისტული ანკლავის მეშვეობით საქართველოში, როგორიცაა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. მოსკოვი ასევე ცდილობს არ დაუშვას ნატოს გაფართოება ალიანსში საქართველოს მიღებით.
გარდა რეალური და ძალიან სერიოზული პოლიტიკური უთანხმოებებისა, ურთიერთობები სულ უბრალო მიზეზებითაც ფუჭდება. მათ შორისაა, პუტინსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შორის პირადი მტრობა და პროვოკაციული ჟესტები და პოზები, რომელიც გართულებულ ვითარებას უფრო ამძიმებს.
თუმცა, უკანასკნელ თვეეში გამოჩნდება სხვა ნიშნები და შესაძლებლობები, როდესაც 2012 წლის ოქტომებრში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს, რომელსაც უკეთესი ურთიერთობა აქვს რუსეთთან. ივანიშვილმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა რუსეთთან მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუმცა კრემლში დაბრუნების შემდეგ, პუტინს ამ ჟესტზე არ უპასუხია".
ექსპერტის განცხადებით, მოსკოვის ძირითადი აქცენტები მიმართულია უფრო ურთიერთსასარგებლო და ხანგრძლივი რეგიონალური სტრუქტურების შექმნისაკენ, გადამწყვეტ ეკონომიკურ მოთამაშეებთან, რომელთა შორისაა, უკრაინა და ყაზახეთი და თავის უახლოეს მოკავშირეებთან, როგორიცაა ბელორუსი და სომხეთი. ამიტომ მის მიზანს წარმოადგენს ნებაყოფლობითი კოალიციის შექმნა და არა იძულებითი ალიანსის. ამასთანავე, სამხრეთ კავკასიაში ასეთ პროექტებში რეალურად მხოლოდ სომხეთი მონაწილეობს, რადგან არც საქართველო და არც აზერბაიჯანი ამ დროისათვის რეგიონალური ინტეგრაციის რუსულ გეგმებში არ შედის.
რეგიონალური ურთიერთობების მექნიზმის და სტრუქტურისათვის ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი წარმოიქმნება, მთიანი ყარაბაღის გამო. ეს გაცილებით სავარაუდო სცენარია, ვიდრე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის გამეორება. რუსეთი ყველანაირად ეხმარება სომხეთს და ამიტომ რა მოხდება ასეთ შემთხვევაში და გაუწევს მას დახმარებას თუ არა, უცნობია. ამიტომ რუსეთის მისწრაფება რეგიონალური სტრუქტურების გასაძლიერებლად, ავტომატურად არ მოახდებს გავლენას საქართველოზე ან აზერბაიჯანზე. ისინი შეიძლება დაზარალდნენ არაპირდაპირი შედეგების გამო" - ნათქვამია სტატიაში.