საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თეიმურაზ ჯანაშია თანამდებობიდან
გაანთავისუფლა და მის ადგილზე ანზორ ჩუბინიძე
დანიშნა. შესაბამი ბრძანებულებები სახელმწიფო კანცელარიის საიტზე უკვე
გამოქვეყნებულია და ორივე ბრძანება 25 თებერვლით თარიღდება.
"გათავისუფლდეს თეიმურაზ ჯანაშია
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობიდან
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7
მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად_ ნათქბამია ბრძანებულებაში.
იმავდროულად პრემიერ-მინისტრის
მიერ გამოცემულია №43
ბრძანება, სადაც აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად დაინიშნოს ანზორ ჩუბინიძე საქართველოს სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად"