16 თებერვალს, თბილისი ივენთ ჰოლში ჯაზ სერიებს Nils Petter Molvaer Band გახსნის. Nils Petter Molvaer Band წარმოადგენს ჯაზის, ელექტრონული მუსიკის და როკის სინთეზს.
ჯგუფთან ერთად საქართველოს ეწვევა გამნათებელი, დიზაინერი, ვიდეოინჟინერი, რომლებიც თბილისი ივენთ ჰოლში კონცერტის პარალელურად ეკრანზე გრაფიკულ საინტერესო სანახაობას წარმოადგენენ.
მიმდინარე წელს ოთხი თვის მანძილზე თვეში ერთხელ გაიმართება ჯაზის საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: Keiko Matsui "The Road"; Stacey Kent და Lee Ritenour Band.
ჯაზ სერიებს წარმოადგენს თიბისი სტატუსი.