დღეს, 13 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირი „ART იბერიონი" ქართულ-აფხაზურ საღამოს „ხმა მიაწვდინე" გამართავს.
საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები და პოეტები: მამუკა ჩარკვიანი, ირინა ბაირამაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, აფხაზეთის ანსამბლი "დიოსკურია", "ლილეო", "ჩოხოსნები", ფანდურა ბექაური, ბესო მეტრეველი, ვანო წიკლაური, ტარიელ ხარხელაური, გენო კალანდია, ზაზა სუყაშვილი, თემურ ელიავა, სულხან წულუკიძე და მამა პეტრე.
საღამოს წაიყვანს პოეტი ჯარჯი შუქიაური და ნინო ჭუმბურიძე.