,,ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბით და შევთანხმდით", -განაცხადა დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები უნდა გაგრძელდეს.
,,მე ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბით და შევთანხმდით, მათ აქვთ თავისი პოზიციები, ჩვენ ჩვენი. მე ვფიქრობ,რომ დისკუსია გაგრძელდება. მთავარია, რომ ასეთ თემებზე საუბარი უნდა გაგრძელდეს, დიალოგის გზით და არა იმ გზებით, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა", -განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ დიალოგი საპარლამენტო უმცირესობის შიგნითაც და პრემიერთანაც გაიმართება.