მოჰამედ აფზალ გურუ, რომელსაც ცხრა წლის წინ დელიში მდებარე პარლამენტის შენობაზე იერიშის ორგანიზების გამო სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი - ჩამოახრჩვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი"ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა მისი თხოვნას შეწყალების შესახებ არ დააკმაყოფილა.
ის ბრალდებულად აღიარეს პარლამენტის შენობაზე თავდასხმის მომზადებაში, რომლის დროსაც ექვსი სამართალდამცავი და ერთი მებაღე დაიღუპნენ.
ბრალდებული ყველა ბრალდებას უარყოფდა და უფლებების დამცველი ორგანიზაციებიც აცხადებდნენ, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი არასამართლიანად მიმდინარეობდა.
ქაშმირის ზოგ რაიონში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, ვინაიდან ამ სიკვდილით დასჯის ფაქტის გამო საპროტესტო აქციებს ელოდებიან.
მასალის გამოყენების პირობები