23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე რუსუდან სიმონიძე, გამართავს პრესკონფერენციას, რომელიც ეძღვნება კლიმატის ცვლილების კვირეულისადმი დაგეგმილ ღონისძიებებს.
კვირეული იხსება 24 ოქტომბერს, 11:40 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, თბილისობის დღესასწაულის პარალელურად. კვირეულს გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე.
კვირეულის ფარგლებში 27-28 ოქტომბერს დაგეგმილია კონფერენცია.
კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან ერთად ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები: ეკოალაინსი, კავკასიის ეკოლოგია, CEEN, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრი, გარემოსდაცვითი კვლევების ცენტრი, "ელკანა", გარემოსმცოდნეობისა და სამოქალაქო აღზრდის ცენტრი"გაია", წყლის გლობალური პარტნიორობა-საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები, დემოკრატიის განვითარების ახალგაზრდული ცენტრი,გარემოს დაცვის ასოციაცია "დედამიწა-XXI საუკუნეში". ასევე, გარემოსდაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ქალაქის საკრებულო.
დეკემბერში ქ. კოპენჰაგენში იმართება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-15 კონფერენცია, სადაც განიხილება კლიმატის ცვლეებასთან დაკავშირებული საკითხები მსოფლიო მასშტაბით. კოპენჰაგენის კონფერენციასთან დაკავშირებით მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში დაგეგმილია კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორის საქართველოში, სადაც ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით იმართება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 15-ე კონფერენციისადმი (ჩOP-15) მიძღვნილი კვირეული. რომელსაც ორგანიზებას უწევვს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები - საქართველო.