ბენ აფლეკის კინოფილმი "არგო" წლის საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრად აღიარეს. ჰოლივუდის რეჟისორების გილდიამ 65-ე საიუბილეო ცერემონიალზე აფლეკის ფილმი წლის საუკეთეოდ სარეჟისორო ნამუშევრად დაასახელა.
მას კონკურენციას კეტრინ ბიგელოუ, ტომ ჰუპერი, ენგ ლი და სტივენ სპილბერგი უწევდნენ.
რეჟისორების გილდიის 2012 წელის ჯილდო კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის საკულტო ფილმის - "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ავტორმა მილოშ ფორმანმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბენ აფლეკის სარეჟისორო ნამუშევარი "არგო" "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების 70-ე ცერემონიალზე საუკეთესო დრამატულ ფილმად აღიარეს. აფლეკს ასევე გადაეცა ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისურისთვის.