ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი არაბული ავიაკომპანია შემოდის. Air Arabia საქართველოდან ფრენების განხორციელებას ოქტომბრიდან დაიწყებს, თუმცა ბილეთების რეალიზაცია აგვისტოდან იქნება შესაძლებელი. Air Arabia-ს საქართველოში საკუთარი გენერალური აგენტი ეყოლება, რომლის ვინაობაც მოგვიანებით გახდება საჯარო.
ამ დროისათვის უცნობია Air Arabia-ს მიერ, საქართველოდან განხორციელებული რეისების სიხშირეც, თუმც როგორც კომპანიაში განმარტავენ Air Arabia საქართველოდან თითქმის ყველა მიმართულებით იფრენს, სადაც Air Arabia დაფრინავს.
Air Arabia არის არაბეთის საბიუჯეტო ავიაკომპაია, რომლის შტაბ-ბინა ქალაქ შარჯაში მდებარეობს. Air Arabia არის უმსხვილესი საბიუჯეტო ავიაგადამზიდავი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მსოფლიოს 76 ქალაქში დაფრინავს. Air Arabia მნიშვნელოვნად განსხვავდება მრავალი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავებისაგან იმით, რომ ავიაკომპანია მგზავრებს სთავაზობს ფრენებს სასურველ პუნქტებს შორის, შარჯის საბაზო აეროპორტში გადაჯდომით.
მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია მგზავრებს ტვირთის გადატანაში დამატებით ფასს არ ახდევინებს. ავიაკომპოანიას გააჩნია საკუთარი შვილობილი კომპანიები: Air Arabia Egypt ალექსანდრიაში, Air Arabia Maroc კასაბლანკაში და Fly Yeti კატმანდუში. შარჯის აეროპორტში, სადაც განლაგებულია ავიაკომპანის მთავარი შტაბ-ბინა, დუბაის ცენტრალური ნაწილიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. თავად კომპანია 2003 წლის 3 თებერვალს შარჯის ემირის შეიხ სულთან ბინ მუხამედ ალ-კასიმ III-ის განკარგულებით შეიქმნა და გახდა პირველი დაბალფასიანი გადამზიდავი არაბეთის რეგიონში. ავიაკომპანიამ საქმიანობა 2003 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო და პირველი რეისი შარჯიდან, ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტში შეასრულა. უნდა აღინიშნოს, რომ შექმნის პირველივე დღიდან კომპანია მომგებიანია. 2007 წლიდან Air Arabia-მ დაიწყო თავისი აქციების 55%-ის ბირჟაზე განთავსება. 2012 წლის აგვისტოს მდგომარეობით მისი ფლოტი 26 ერთეული Airbus A320-გან შედგება, რომელთ საშუალო ასაკი 3,2 წელია. უახლოეს პერიოდში კომპანია 45 ერთეულ თვითმფრინავს შეიძენს. თვითმფრინავები აღჭურვილია გართობის სისტემის ინდივიდუალური მოწყობილობებით, რომლის ღირებულებაც სარგებლობის შემთხვევაში მგზავრმა დამატებით უნდა გადაიხადოს.
მასალის გამოყენების პირობები