მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ.ისინი ხვალ 07:00 საათზე საკუთარ ავტოპარკებთან შეიკრიბებიან და შემდეგ 12:30 საათზე თბილისის მერიასთან გადაინაცვლებენ.
როგორც ჟურნალისტებს მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრმა გოჩა მაქაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან გიორგი თაბუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა მერიის შეთავაზება ფიქსირებულ გადასახადის თაობაზე შეუძლებელია.
,,ჩვენ გვქონდა თხოვნა, რომ შეისწავლონ კომპანიის საქმიანობა. დაგვაკვალიანეს, ვესაუბრეთ ჩვენს პრობლემებზე", -განაცხადა ჟურნალისტებთან გოჩა მაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკვე ერთი კვირაა, რაც მიკროავტობუსის მძღოლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით გაფიცულები არიან.