ძლიერი ნისლის გამო გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 რეისი ვერ შესრულდა. მათ შორის, თელ-ავივიდან და ამსტერდამიდან.
თბილისის ნაცვლად ლაინერები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო. ვერ შესრულდა ასევე მიუნხენის, რიგისა და სტამბულის რეისები.