ჩრდილოეთ კავკასიის მებაჟეები მზად არიან, საქართველოს საზღვარზე ტვირთის სწრაფი გადაადგილება უზრუნველყოს, ამის შესახებ განცხადება რუსეთის ცენტრალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ მალინინმა გააკეთა.
„თუ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობები სხვა განზომილებაში გადავა, ისევე როგორც ადრე იყო, მაშინ „საბაჟო გამშვები პუნქტები „ზემო ლარსი" და „ქვემო ზარამაგი" სრული დავირთვით ადგილობრივი ძალებით ამუშავდება"- განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია მოსკოვში 4 თებერვლისთვის ჩავა, რათა ადგილზე გამართოს მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებაზე.