ამ წუთებში დავოსში იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ამერიკელ ბიზნესმენ ჯორჯ სოროსთან. კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრებენ ივანიშვილი და სოროსი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს იქნება სრამდენიმე ხნის წინ თბილისში დაწყებული დიალოგის გაგრძელება.
დღეს ბიძინა ივანიშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ერთ ერთ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა პრესისთვის დახურულ რეჟიმში წარიმართა.
სესიაში სახელწოდებით ”ახალი გამოწვევები ახლო აღმოსავლეთისთვის” აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც მონაწილეობდა.