სოფლის მეურნეობის განვითარების 1 მილიარდიან ფონდში თანხების მობილიზება უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გადაცემა „აქცენტებში" საუბრისას განაცხადა. ნოდარ ხადურის განმარტებით, დაწყებულია ასევე ინვესტორების მობილიზება, რომლებიც უკვე მზად არიან ამ ფონდში ჩადონ ფული.
„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ტექნიკის შეძენა, თქვენ გახსოვთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" განაცხადა, რომ 4 წელიწადში 4 მლრდ ლარს დახარჯავდა. თუმცა მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილი, სადაც აღნიშნულია, რომ სოფლის მეურნეობისთვის გათვალისწინებულია 160 მლნ ლარი. ჩვენ ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვანთავისუფლეთ 50 მლნ ლარი და უკვე შევიძინეთ ტრაქტორები, რომელსაც რაიონებისა და რეგიონების მიხედვით გადავანაწილებთ", - აცხადებს ნოდარ ხადური.