ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის ბრუნვა გაიზარდა.
„2012 წლის იანვარში საქართველოში სულ ამორტყმულია 33 მლნ-ზე მეტი ე.წ. ჩეკი და საერთო ბრუნვამ სავაჭრო ქსელში 650 მლნ ლარი შეადგინა. ხოლო 2013 წლის იანვარში, საუბარია მხოლოდ 22 დღეზე, უკვე ამორტყმულია 40 მლნ-ზე მეტი ჩეკი და საერთო ბრუნვამ შეადგინა 740 მლნ ლარი. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, და იმასაც გეტყვით, რომ ყველაზე დიდი ბრუნვა ამ მიმართულებით დაფიქსირდა ივლისში, როცა დაიწყო ე.წ. გათამაშებები და მაშინ ჩეკებზე მოთხოვნა იყო ძალიან დიდი. ასევე ჩეკების რაოდენობით მეორე ადგილზეა დეკემბერი, 81 მლნ ჩეკია ამორტყმული, რაც იმას ადასტურებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესში ბრუნვები არის გაზრდილი, აქტიობა არის გაზრდილი, და შემცირება რაც არის, ეს არის მონოპოლიების ხარჯზე, რადგანაც მონოპოლიებს აღარ ჰყავთ ის კრიშა რაც ჰყავდათ და ბაზარი არის გახსნილი", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა საზოგადოებრივ მაუწყებელის გადაცემა „აქცენტებში" სტუმრობისას.