დღეს, 23 იანვარს, დავოსის ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიღებს.
დაანონსებულ დიდი საინვესტიციო ფონდში კაპიტალის ჩადებაზე ინვესტორების დარწმუნებას პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეეცდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, საქართველო შეეხდება უცხოელი ინვესტორებისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენელთა დაინტერესებას.
„დავოსში, ინვესტორებთან, უფრო კონკრეტულად კი საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან, ოფიციალურ შეხვედრებთან ერთად დაგეგმილია არაფორმალური შეხვედრებიც. ჩვენ ჩვენის მხრიდან გვექნება შეთავაზებები იმ კერძო საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებით, რომლის შექმნაც უკვე დაანონოსებულია. ამ მიმართულებით გვექნება შეთავაზებები, რათა ინსტიტუციონალური ინვესტორები შემოვიყვანოთ ჩვენ საინვესტიციო ფონდში. დაგეგმილია ასევე სავაჭრო პოლიტიკის თემებზე არაფორმალურ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მინისტრი განმარტავს, რომ სხვადასხვა პრეზენტაციები გაკეთდება ინვესტორებისათვის ენერგეტიკის, ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის კუთხით.