დღეს, 23 იანვარს, 13:00 საათზე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ქვესადგურს „ბათუმი 220" ეწვევა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.
დღეისათვის ქვესადგურში აქტიურად მიმდინარეობს პირველადი მოწყობილობების რეაბილიტაცია. დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დაბალი ძაბვის მხარეზეც.
ქვესადგურში მონტაჟდება თანამედროვე ტიპის ელექტრომოწყობილობები, რაც ზაფხულის პერიოდში, როდესაც ძაბვა ყველაზე მეტად მერყეობს, მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას გამოიწვევს.
ქვესადგურის რეაბილიტაცია 2013 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.