ქვესადგურში "ავლაბარი" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 23 იანვარს 11 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ამირეჯიბის, ონიანის, წალენჯიხის და ყვარლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე სარემონტო სამუშაოების გამო 23 იანვარს 10 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: კახეთის გზატკეცილის და შერვაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.