ხვალ, 23 იანვარს, 16:00 საათზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას და წარმოადგენს „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის" 2012 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" საქართველოს ქულას
საერთაშორისო ორგანიზაცია „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა" აქვეყნებს „ღია ბიუჯეტის ინდექსს", რომელიც მათ მიერ შემუშავებული „ღია ბიუჯეტის კვლევის" ნაწილია. ეს კვლევა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება და ზომავს თუ რამდენად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტები. ამჟამად მასში 100 ქვეყანა მონაწილეობს, რომელთა ადგილობრივი ექსპერტებიც ბიუჯეტის კვლევას სპეციალური კითხვარის მეშვეობით ატარებენ.„ღია ბიუჯეტის ინდექსში" შეფასების მინიმალური ქულა 0-ია ხოლო მაქსიმალური 100. საქართველო აღნიშნულ კვლევაში 2006 წლიდან მონაწილეობს და „ღია ბიუჯეტისინდექსში" მას შემდეგი მაჩვენებლები აქვს: 2006 წელი - 34 ქულა; 2008 წელი - 53 ქულა და 2010 წელი - 55 ქულა. 2012 წლის ქულას ხვალინდელ პრესკონპეფენციაზე გავაჟღერებთ.