თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16-ში  ფუნქციონირებს "საკვირაო სკოლა", სადაც ბავშვებს   ხატვის, ხელოვნებისა და ინგლისური ენის  გაკვეთილები უტარდებათ. სკოლის ორგანიზატორია „ ბრიტანული აკადემია" . 
„საკვირაო სკოლის" ფარგლებში  ეწყობა მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებში სტუმრობა, შეხვედრები  ხელოვანებთან, ცნობილ ჟურნალისტებთან და სტუმრობა რედაქციებში; ასევე გამოფენების მოწყობა და ათასგვარი შემეცნებით-გასართობი ღონისძიება. სკოლის ყველა მოსწავლე სასწავლო წლის დასრულებისას იღებს  სპეციალურ სამახსოვრო დიპლომს. 
გაკვეთილების ჩატარდების დღეები: შაბათი ან კვირა (თქვენი სურვილის მიხედვით). შესვენებაზე გათვალისწინებულია ლანჩი.
კლასში ჩარიცხვა ხდება მხოლოდ სპეციალური გასაუბრების საფუძველზე.   „საკვირაო სკოლა" განკუთვნილია   5 -დან 14  წლამდე ბავშვებისთვის. ხდება  მათი ასაკობრივ ჯგუფებში გადანაწილება.
მოსწავლეებთან მუშაობენ გამოცდილი პედაგოგები. სასწავლო პროცესში ჩართულია ფსიქოლოგი და ექიმი.
პროგრამების, განრიგისა და ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნულ მისამართზე:  http://britanuliakademia.wordpress.com/
გაკვეთილები ტარდება  შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის 16; მე-2 სადარბაზო; პირველი სართული - „ტრენინგების სახლი"
დაგვიკავშირდით: 23 05 202; 22 93 598; 7 90 305 202; 5 57 00 15 57. 
„საკვირაო სკოლა" საუკეთესო ადგილია  თქვენი შვილის  სულიერი განვითარებისთვის.