რუსეთი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარ ტერიტორიაზე განთავსების შესახებ რუმინეთის შემდეგ, ამჟერად ბულგარეთის მზადყოფნამ გააკვირვა.
როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ეს მოსკოვისთვის ბულგარეთის მხრიდან სიურპრიზი იყო.
"ჩვენ ველოდებით ბულგარეთისგან დეტალურ ახსნა-განმარტებას, თუ რატომ გამოთქვა სურვილი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს. მინდა გითხრათ, რომ ეს წინადადება ჩვენთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო", - განაცხადა ლავროვმა.