სარემონტო სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 21 იანვარს 11 საათიდან 17 საათამდე დიდგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების გამო 21 იანვარს 10 საათიდან 15 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის იმედაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. ხოლი 11 საათიდან 15 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება მთლიანად დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო 21 იანვარს 11 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის და ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების გამო 21 იანვარს 12 საათიდან 16 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, სანერგე მეურნეობის, ლაითურის, კლდეკარის, სუვოროვის და წერონისის ქუჩების მაცხოვრებლებს. ქვესაგდურში "ნავთლუღი 220" სარემონტო სამუშაოების გამო 21 იანვარს 10 საათიდან 12 საათამდე და 22 იანვარს 17 საათიდან 18 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის ქუჩის და ქინძმარაულის შესახვევის, ოცხელის, ნაკადულის, ქაიროს და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.