უამინდობის გამო ორი საბორნე გემი ფოთის ნაცვლად, ბათუმის პორტში შევიდა.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ორივე გემის ეკიპაჟი გამოდარებას ელოდება, რათა ფოთის პორტში გადაინაცვლოს.
აღსანიშნავია, რომ გემზე მყოფი 2 მგზავრი შეუძლოდ გახდა და ისინი სამხედრო კატარღამ სასწრაფო დახმარების მეშვეობით ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ფოთში უკვე რამდენიმე დღეა უამინდობაა.