„ლაიფნიუსის" ინფორმაციით, კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის საქართველოში დაკრძალვა ვერ მოხერხდა. მიზეზი კი ის გახდა, რომ საქართველომ იმ სპეცრეისის მიღებაზე უარი განაცხადა, რომლის მეშვეობითაც ახლობლები უსოიანის გადმოსვენებას აპირებდნენ.
თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან გამოფრინდა და თბილისისკენ გზად, დონეცკში დაეშვა. ბორტზე 30-მდე ადამიანი, მათ შორის, უსოიანის ახლობლები და დაცვა იმყოფებოდა. ამის შემდეგ თვითმფრინავი თბილისისკენ უნდა გამოფრენილიყო, თუმცა, თბილისის აეროპორტმა სპეცრეისის მიღებაზე უარი განაცხადა.
ამის შემდეგ, ახლობლებმა უსოიანი მოსკოვში დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი განცხადებით, „დედ ჰასანის" ნეშტს დასაფლავებამდე დაცვა ეყოლება, რაც უსაფრთხოების მიზნით კეთდება.