ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარტაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო საზოგადოების მწუხარებას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოც" უერთდება.
"ძალიან მძიმეა, როდესაც ქუმარტაშვილის მსგავსი ახალგაზრდა და წარმატებული ადამიანი, ასე ადრეულად ტოვებს სიცოცხლეს. დარწმუნებულები ვართ, იგი საკუთარი პროფესიული წარმატებით კიდევ მრავალგზის ასახელებდა ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზე. ნოდარ ქუმარტაშვილის ხსოვნას უდაოდ შემოინახავს ქართული სპორტის ისტორია. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახსა და ქართული სპორტის გულშემატკივრებს", - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველი სპორტსმენი, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი გუშინ წინ, კანადაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის წინა შესარჩევი გარბენის დროს დაიღუპა.