კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი  დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი  საუნივერსიტეტო საქმიანობას გააგრძელებს, -აღნიშნულის შესახებ სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვაჩეიშვილმა განაცხადა. 
,,ჩემთვის იდეალურია უნივერსიტეტში  სტუდენტებთან საქმიანობის გაგრძელდება ძეგლების შესახებ, ექსპედიციებისა და  კვლევების ჩატარება", -განაცხადა ვაჩეიშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრმა  გურამ ოდიშარიამ ნიკა ვაჩეიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვაჩეიშვილმა განაცხადა მიზეზი განსხვავებული შეხედულებები გახდა.