მოსახლეობის აღწერა ელექტრონული კარტოგრაფიული რუკების საშუალებით მოხდება, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ჭელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, ამ დროისათვის მისი უწყება მოსახლეობის აღწერის მომზადების პროცესშია და სასურველია, რომ აღწერა 2015 წლამდე დასრულდეს. "აღწერის მოსაზმადებელ პროცესში საქსტატი მუდმივად იმყოფება. ახლა ვაკეთებთ ელექტრონულ კარტოგრაფიულ რუკებს და საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში იქნება პირველი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის აღწერა კარტოგრაფიული რუკების დამხარებით მოხდება. იმედი გვაქვს რომ აღწერა 2015 წლამდე ჩატარდება. აღწერა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე მოხდება შენობებისა და ნაგებობის არწერა, ხოლო მეორე ეტაპზე ადამიანების რაოდენობა დაითვლება", - განაცხადა ჭელიძემ.
მისივე განმარტებით, აღწერა სხვადასხვა კითხვარის საშუალებითაც განხორციელდება, თუმცა კითხვართა რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმ რაოდენობაზე, რომელსაც სახელმწიფო ამ რაოდენობაზე გამოყოფს. "რაც უფრო მეტი იქნება კითხვები, ის მით უფრო ძვირი დაჯდება", - განაცხადა ჭელიძემ.